სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N 2 საჯარო
სკოლა
შიდა დაკვირვების
ჯგუფისთვის ჩატარებული გაკვეთილის
გეგმა
საგანი: ინფორმაციული
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ფაილის ტიპი. საქაღალდის დაარქივება და განარქივება.
|
ჩატარებიდ დრო.
|
20 აპრილი 2018წ.
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური, V კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
12 მოსწავლე,
კლასში –სსსმ მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლემ მოახდინოს ფაილის ტიპების განსხვავება, გააცნობიეროს რას
ნიშნავს ფაილის დასახელება და გაფართოება, გაიგოს ფაილის და საქაღალდის დაარქივების და განარქივების არსი .
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლე :
ის ტექნ.
V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ–ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
·
მოწსავლე
გააცნობიერებს ციფრულ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (მაგალითად:
ფაილი, საქაღალდე) და ეფექტიანად გამოიყენებს ამ სტრუქტურას. (მაგალითად:
ფაილებს აჯგუფებს საქაღალდეებში, საქაღალდეებს აჯგუფებს ქვესაქაღალდეებად );
გააზრებულად არქმევს სახელწოდებებს სტრუქტურის ელემენტებს;
ის
ტექნ. V.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
·
მონაცემთა
და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და გამოიყენებს მოწყობილობასა და ადგილს.
·
განასხვავებს
ფაილის ტიპებს და გააცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის
სხვადსხვა ფორმატის არსებობას.
·
განასხვავებს
სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას შორის
მონაცემთა მიღება-გადაცემის ფუნქციებს;
·
გააცნობიერებს
შესანახი მოწყობილობების მეხსიერებების შესაძლებლობებს.
·
შეძლებს ფაილებისა და საქაღალდეების
დაარქივებას და განარქივებას.
|
წინასწარი ცოდნა
|
სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების შექმნა
და შენახვა.
ოპერაციული სისტემის გარემოში
ორიენტირება,
საქაღალდისა და ფაილის
ცნების მნიშვნელობის ცოდნა. ფაილების გადატანა.
უნდა იცოდეს კომპიუტერში ტექსტური რედაქტორი MS Word -ი, ელექტრონული
ცხრილი MS Excel–ი, გრაფიკული ფაილი Paint-ი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
გაკვეთილი ტარდება ,,სწავლა–კეთებით“
აქტივობის გამოყენებით. ამის შემდგ მოსწავლემ უნდა შეძლოს ფაილის ტიპების განსხვავება,
თავისი ნამუშევარის შენახვა , დაარქივება
და განარქივება.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო. დაფა, ცარცი, გაკვეთილის წარმართვისათვის საჭირო პრეზენტაციის ციფრული მასალა.
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო
მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო
საკითხები -2 წთ
1. აქტივობა –4 წთ (დისკუსია):
განვლილი მასალის განმეორებითი კითხვები
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორის
საშუალებით
უჩვენებს წინასწარ მომზადებულ
პრეზენტაციას ფაილის ტიპებისა
და გაფართოებების შესახებ.
უჩვენებს
მოსწავლეებს თუ როგორ
უნდა გამოვაჩინოთ ფაილის
დამალული გაფართოება. აცნობს არქივატორებს,
უჩვენებს თუ როგორ
ხდება ფაილის და საქაღალდის
დაარქივება–განარქივება. ამის შემდეგ
ეძლევათ დავალებები: ( დანართი:1)
დავალება
1: დაიწყონ ტექსტური რედაქტირება Word-ში. დახატონ
Paint–ში და შექმნან ცხრილი MS Excel–ში. განასხვავონ, დაახარისხონ ფურცლის ტიპები, ჩაალაგოს ყუთში, ყუთებს დაარქვას შესაბამისი სახელი
დავალება
2. შეარჩიონ საქაღალდე დოკუმენტის
შესანახად, დაარქვან დოკუმენტს თავისი სახელი
და ბრძანება save as საშუალებით მოახდინინ
დოკუმენტის შენახვა
დავალება
3. თაგვის დახმარებით გამოიძახონ
საქაღალდის კონსტესტური მენიუ და აირჩიონ ბრძანება Add archive, აირჩიონ დაარქივების ფორმატი და დააჭირონ
ღილაკზე ok
დავალება
4.გამოიძახონ დაარქივებული საქაღალდის კონტექსტური, აირჩიონ ბრძანება extract
to და განაარქივდება აღნიშნული საქღალდე
მოსწავლეები
მასწავლებლის მითითების შესაბამისად
ქმნიან სხვადასხვა ტიპის
ფაილებს. ახდენენ
საქაღალდეებისა
და ფაილების დაარქივებასა და
განარქივებას.
ინდდივიდუალურად ვამოწმებ თუ როგორ მოახდენეს აღნიშნული მასალის მოქმედება
თითეულ მოსწავლემ. ვიძახებ სასურველ მოსწავლეს და პროექტორის საშუალებით ასრულებს
მიცემულ დავალებას.
შეჯამება: 3 წთ. შესრულებული დავალების შემდეგ
ვაკეთებთ ანალიზს და ვაცნობთ მოსწავლეებს ფაილისა და საქაღალდეების ცნებას, განსხვავებას
მათ შორის.
|
შეფასება
|
შეფასებისათვის ვიყენებ წინასწარი სახით მოზადებულ შეფასების რუბრიკას , რომელიც ცხრილის სახითაა მოცემული.
|
გაკვეთილის გეგმა შედგენილია
მე–5 კლასის ”ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები” ნ. ჯამასპიშვილის მიხედვით,
მასწავლებლის წიგნში მოყვანილი სასწავლო მეთოდებისა და სანიმუშო გაკვეთილის გეგმების
გათვალისინებით.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1-2 ქულა
|
3-5 ქულა
|
6-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
ფაილის ტიპების განსხვავება,
დაჯგუფება და შენახვა
|
ვერ ანსხვავებს ფაილის ტიპებს , ვერ აჯგუფებს და ვერ ინახავს
|
ანსხვავებს ფაილის ტიპების , უჭირს დაჯგუფება და შენახვა
|
ახდენს ფაილის ტიპების განსხვავებას, ინახავს და აჯგუფებს
ხვისი
დახმარებით
|
დამოუკიდებლად ანსხვავებს
ფაილის ტიპების, ინახავს და აჯგუფებს .
|
საქაღალდის დაარქივება და
განარქივება
|
ვერ ახდენს საქაღალდის დაარქივებას
და განარქივებას.
|
უჭირს საქაღალდის დაარქივება
და განარქივება
|
აკეთებს საქაღალდის დაარქივებას და განარქივებას სხვისი დახმარებით
|
სრულად აკეთეს საქაღალდის
დაარქივებას და განარქივებას.
|
აქტიურობა/
ჩართულობა
|
არ ისმენს და არ არის ჩართული
საგაკვეთილო პროცესში
|
ვერ აქტიურობს,
მაგრამ სუსტად მაინც ასრულებს
დავალებას კომპიუტერში
|
ნაწილობრივ აქტიურობს და
არასრულყოფილად ასრულებს
დავალებებს
|
აქტიუროდ,
პასუხობს დასმულ კითხვებს
და სრულყოფილად ასრულებს
მიცემულ
დავალებას
|
მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა
სკოლა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N 2 საჯარო სკოლა
მასწავლებლის სახელი და გვარი: მზია კეკელიძე
კლასი, საგანი: მე–6 კლასი , ისტ
გაკვეთილის გეგმა: ფაილის ტიპი. საქაღალდის დაარქივება და განარქივება.
რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგს
გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობა
რამდენად მივაღწიეთ მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურობას
რომელი უნარების გასავითარებლად დაგვჭირდა უფრო მეტი მუშაობა?
შეიცვალა თუ არა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა. თუ შეიცვალოს, რატომ?
ამავე გაკვეთილის ჩატარების დროს რას შევცვლიდი?
სსიპ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ
თხილნარის N 2 საჯარო სკოლის ისტ–ის
მასწავლებლის მზია კეკელიძის მიერ მე–5 კლასში
2018 წლის 20 აპრილს
შიდა დაკვირვების
ჯგუფისთვის ჩატარებული გაკვეთილის
რეფლექსია
თემა: ფაილის ტიპები. საქაღალდის დაარქივება და განარქივება.
საგნის სპეციფიკიდან
გამომდინარე სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია
მხოლოდ ერთი მეთოდით. სწავლების პროცესში ხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ხშირ
შემთხვევაში ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას. მაგ., გაკვეთილზე მასალის ვიზუალური პრეზენტაციის
სახით წარმოდგენა, რომელსაც თან ახლავს ვერბალური განმარტება; იმართება დისკუსია, მოსწავლეთა
დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად მიეცემა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე
მუშაობის სახით, ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვა. ამრიგად, სწავლება‐სწავლის პროცესში
მეთოდები ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან.
ამ
სწავლებისა და სწავლის მეთოდების გამოყენებით ჩემი გაკვეთილი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით, შევეცადე
სასწავლო გარემო შემექმნა ისე, რომ ყველა მოსწავლე ჩართულიყო
საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილზე მუშაობისას
ვიყენებდი თანასწორობისა და თანამშრომლობის
პრინციპს. გაკვეთილი ტარდებოდა ,,სწავლა–კეთებით“ აქტივობის გამოყენებით. მასალის ახსნისას ძირითადად გამოვიყენე კომპიუტერში
წინასწარ მომზადებული სასწავლო რესურსი პრეზენტაციის
სახით და პროექტორის საშუალებით ვაჩვენე აუდიტორიას, სადაც გათვალისწინებული მქონდა წინარე ცოდნა, აქტივობები
შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზანს. შევარჩიე
მარტივი, მრავალფეროვანი, მოსწავლეზე მორგებული საინტერსო მასალა, რამაც ხელი
შეუწყო მოსწავლეთა აქტიურობას გაკვეთილის პროცესში. აქტივობები იყო დროში გაწერილი,
მაგრამ მოსწავლეთა ასაკიდან ცოტა გამიჭირდა ერთ საგაკვეთილო პროცესში მასალის
მოქმედება. მოსწავლეების უმრავლესობამ დამოუკიდებლად, კარგად გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს, ზოგ მათგანთან საჭიროებდა ინდივიდუალურ
მიდგომას მასალის მიმართ, რაც საერთო
ჯამში საინტერესო იყო .
გაკვეთილის
ბოლოს შევაჯამეთ ნასწავლი მასალა - მოსწავლეებმა
გააცნობიერეს, რომ ყოველი ახალი გაკვეთილის სწავლისას, ისინი საზოგადოებრივ და ყოველდღიურ
ცხოვრებაში სწორდ გამოიყენებენ ინფორმაციული
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.
მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარება მეტი შესაძლებლობას
მომცემს სწორად და გამიზნულად დავგეგმო შემდეგი გაკვეთილები.
ჩემი აზრით
გაკვეთილი წარიმართა კარგად, მიზანს მივაღწიე.
სსიპ
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N 2 საჯარო
სკოლა
შიდა დაკვირვების ჯგუფისთვის
ჩატარებული გაკვეთილის გეგმა
საგანი:
ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
გაკვეთილის მთავარი
თემა
|
საპრეზენტაციო პროგრამის PowerPoint
|
|
საგანი/პედაგოგი
|
ისტ, მზია კეკელიძე
|
|
ჩატარების დრო
|
23 მაისი 2018წ.
|
|
სწავლების
საფეხური/კლასი
|
დაწყებითი, VI კლასი
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
12 მოსწავლე, კლასში სსსმ მოსწავლე არ
არის
|
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა
|
ისტ-ის გამოყენებით
იკვლევს, აკეთებს ანალიზს, ურთიერთ თანამშრომლობის გზით სრულყოფს მასალას, სწავლობს
საპრეზენტაციო პროგრამის ელემენტებს,
უვითარდება პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
|
|
გაკვეთილის მიზანი და
მისაღწევი შედეგები
|
ის ტექნ. VI. 1
მოსწავლე გაიაზრებს
საპრეზენტაციო პროგრამის PowerPoint-ის მნიშვნელობას და შესაძლებლობებს;
მოახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო-ვიდეო მასალის
ეფექტიანად კომბინირებას შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
ის ტექნ. VI. 2
ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების,
ობიექტების და პროცესების გამოსახვისას.
• საპრეზენტაციო ფაილის მომზადება და სლაიდების აწყობა
• პროექტორით სლაიდშოუს გაშვება.
|
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან კომპიუტერის მოწყობილობები, ტექსტურ რედაქტორში მუშაობის
ძირითადი წესები, ფლობენ ინფორმაციას ინტერნეტზე, როგორც გლობალურ ქსელზე და
თავისუფლად შეუძლიათ ინტერნეტიდან სურათებისა და ტექსტური ინფორმაციის
გადმოწერა.
|
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით და სიტყვიერი
კომენტარით. კომპიუტერში გაკეთებული
დავალებების შემდეგ თუ როგორ შეასრულა სამუშაო.
|
|
გამოყენებული
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
MS Office პროგრამები: PowerPoint 2010; Excel 2010.
კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ინტერნეტი.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
და მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
A ფაზა - 20 წთ
წინა გაკვეთილზე მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და მივეცი დავალება:
1 ჯგუფს - მოემზადებინათ პრეზენტაცია ” წელიწადის დროები“ და წარმოედგინათ ის
MS Word-ში.
II ჯგუფს იგივე ინფორმაცია ზეპირად უნდა წარმოედგინა.
III ჯგუფს უნდა გაეკეთებინა
გაზეთი.
ამის შემდეგ მე ვუჩვენებ მოსწავლეებს ჩემს მიერ შექმნილ პრეზენტაციას და ვთხოვ მათ
დაფიქრდნენ და მითხრან როგორ ნამუშევარს
უფრო ადვილად აღიქვამენ ისინი და დაიმახსოვრებენ. მოსწავლეები მიდიან
იმ დასკვნამდე, რომ კომპიუტერის დახმარებით ადვილად შეიძლება ეფექტური და
საინტერესო საპრეზენტაციო ნამუშევრის მომზადება, და თანაც მოკლე დროში . (დანართი1)
პროექტორის დახმარებით ვაცნობ მათ რა არის პრეზენტაცია და
რომელ პროგრამაში მზადდება იგი.
ვასწავლი ახალი საპრეზენტაციო დოკუმენტის შექმნას.
გავაცნობ MS PowerPoint
2010 ინტერფეისს, პროგრამის ძირითად ბრძანებებს: სლაიდზე ტექსტის
დაწერას, ტექსტის გაფორმებას, სლაიდზე სურათების ჩასმას, ახალი სლაიდების
დამატებას. როგორ ხდება დიაგრამების აგება
და დიაგრამის დიზაინი პრეზენტაციაში. საპრეზენტაციო დოკუმენტის შენახვასა
და გაშვებას.
კომპიუტერზე მოსწავლეები იწყებენ მუშაობას ჯგუფების მიხედვით.
B ფაზა / ცოდნის კონსტრუირება 18 წთ
ვთხოვ მოსწავლეებს გადაშალონ წიგნები შესაბამის გვერდზე და
ნიმუშის მიხედვით:
·
შექმნან ახალი საპრეზენტაციო დოკუმენტი.
·
შეარჩიონ პრეზენტაციისათვის სლაიდის სასურველი დიზაინი.
·
პირველ სლაიდს დააწერონ სათაური „წელიწადის
დროები“
·
დაამატონ მეორე სლაიდი - რომლის სათაური
იქნება „გაზაფხული“ - მაიმაგრონ შესაბამისი სურათები და ტექსტი.
·
შემდეგ დაამატებენ მესამე სლაიდს სათაურით „ზაფხული“ თავისი სურათებით
და ტექსტით
·
მეოთხე სლაიდი - „შემოდგომა“ თავისი
სურათი და ტექსტი
·
მეხუთე სლაიდი - „ზამთარი“ თავისი სურათი და ტესტი
·
დაიწყონ გაფორმება Aminations და Transitions საშუალებით.
·
გაუშვან თვით მომზადებული სლაიდები.
ამ ყველაფერს მე ვასრულებ მოსწავლეებთან ერთად, რასაც ისინი პროექტორის
საშუალებით აკვირდებიან. ამის შემდეეგ ერთი ჯგუფი აკეთებს შესრულებული დავალების
პროექტორით გაშვებას და აუდიტორიის
წინაშე გადმოცემას.
C ფაზა
/ რეფლექსია -5 წთ
·
ერთმანეთის შეფასება. მოსწავლეები თითოეული
ჯგუფიდან აფასებენ ერთმანეთს : წინასწარ მიცეემულ დავალებიდან თუ რა იყო
მათში მოსაწონი და რა გამოსასწორებელი და რატომ.
·
თვითშეფასებისათვის ბარათების შევსება
·
მოსწავლეებს ინდივიდუალურად
ურიგდებათ ბარათები სადაც არის კითხვები, თან მასწავლებელი ვეუბნები გულახდილად
შეავსონ იგი.
კითხვები:
·
რით იყო ეს დღე შენთვის
განსაკუთრებული?
·
რომელი მეთოდის გამოყენება იყო უკეთესი.
·
რამ შეგიშალა ხელი კარგად, რომ გემუშავა?
·
გამოასწორებდი თუ არა შემდგომში შეცდომებს?
|
|
შეფასება
|
მოსწავლეები ფასდება წინასწარ მომზადებული შეფასების
რუბრიკით (დანართი 1 და დანართი 2 –ის )
საშუალებით.
|
|
გაკვეთილის გეგმა შედგენილია მე–6 კლასის
”ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები” ნ. ჯამასპიშვილის
მიხედვით, მასწავლებლის წიგნში მოყვანილი სასწავლო მეთოდებისა და სანიმუშო გაკვეთილის გეგმების გათვალისინებით.
დანართი: 1 პრეზენტაციის შეფასების
სქემა
შედეგები
|
1-2
|
3-4
|
6-7
|
8-10
|
შესავალი
|
ტრაფარეტული და
უინტერესოა
|
მოსწავლე ცდილობს
აუდიტორიის დაინტერესებას , მაგრამ ყურადღებას ვერ იპყრობს
|
საინტერესოდ არის
მოწოდებული და შეესაბამება შინაარსს
|
ეფექტურია ,
არატრაფარეტული ,იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
|
სლაიდშოუს
გასაგებად წარმოდგენა
|
ბუნდოვანია , საუბრობს
დაბნეულად
|
მხოლოდ ნაწილობრივაა
გასაგები , მოითხოვს დამატებით განმარტებებს
|
გასაგებია მაგრამარის
ხარვეზები , ითხოვს დაზუზტებას
|
წარმოდგენილი საკითხები
ნათელი , გასაგები და დამაჯერებელია
|
შემოქმედებითი უნარის
განვითარება
|
არ ჩანს შემოქმედებითი
უნარი
|
ნაკლეად ჩანს
|
შემოქმედებითობა
სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი
|
სრულყოფილია
შემოქმედებითობა
|
აუდიტორიასთან კონტაქტი
|
ვერ ამყარებს კონტაქტს ,
საუბრობს გაურკვევლად
|
პერიოდულად ცდილობს აუდიტორიის
ყურადღების მიპყრობას , მაგრამ არ იცის , რა ხერხებით
|
გრძნობს აუდიტორიას და
ძირითადად ამყარებს კონტაქტს
|
ფლობს აუდიტორიას ,
ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებსმის რეაქციებზე , ეფექტურად იყენებს
ვერბალურ ხერხებს
|
პასუხები აუდიტორიის
შეკითხვებზე
|
უჭირს პასუხების გაცემა
|
პასუხები არ არის
სრულყოფილი
|
თითქმის ყველა კითხვას
უპასუხებს
|
სრულყოფილ პასუხს სცემს
ყველა შეკითხვას
|
დანართი: 2
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
10-9 ქულა
|
8-7 ქულა
|
6-5 ქულა
|
4-1 ქულა
|
ჯგუფის
მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ფუნქციები სწორად
და თანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა.
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული, ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა.
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული, წევრებს შორის ფუნქციები
არ გადანაწილდა.
|
სამუშაოს
შედეგი
|
ჯგუფმა მიიღო უნაკლო შედეგი.
|
მიიღო შედეგი, მაგარმ ხარვეზებით.
|
შედეგი არასწორი იყო, თუმცა მისკენ სავალი გზა სწორად
იყო მოძებნილი.
|
ჯგუფმა ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო.
|
დროის
ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
|
ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
არ იყო თანამშრომლობითი გარემო
|
მასწავლებლის თვითშეფასების
რუბრიკა
სკოლა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N 2 საჯარო სკოლა
მასწავლებლის სახელი და გვარი: მზია კეკელიძე
კლასი, საგანი:
მე–6 კლასი , ისტ
გაკვეთილის გეგმა:
,, საპრეზენტაციო პროგრამის PowerPoint“
რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ
შედეგს?
გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობა?
რამდენად მივაღწიეთ მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურობას?
რომელი უნარების გასავითარებლად დაგვჭირდა უფრო მეტი
მუშაობა?
შეიცვალა თუ არა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა. თუ შეიცვალს,
რატომ?
ამავე გაკვეთილის ჩატარების დროს რას შევცვლიდი
ჩატარებული
გაკვეთილის რეფლექსია
ხშირ შემთხვევებში მოსწავლეებს უჭირთ მიღებული ცოდნის
გამოყენება პრაქტიკულ სიტუაციებში. ეს ფაქტი იყო გაკვეთილის ჩატარების ერთ-ერთი გამომწვევი
მიზეზი. ამასთანავე, რადგან მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული თანამშრომლობითი
და პრეზენტაციის გაკეთების უნარები, ამიტომ გადავწყვიტე წინასწარ მიმეცა დავალება ჯგუფურ მუშაობისათვის ,
რის შემდეგაც მოსწავლეები გააკეთებდნენ საკუთარი ნამუშევრის მიცემულ მოქმედებაში.
გაკვეთილი ტარდებოდა
,,სწავლა–კეთებით“ აქტივობის გამოყენებით. გაკვეთილზე
განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყეს მოსწავლეთა თანამშრომლობით, ჯგუფურ და პრეზენტაციის გაკეთების უნარებს. გაკვეთილის
მსვლელობის დროს ისინი ერთად ეძიებდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს (მუშაობდა სამი ჯგუფი),
ხოლო მუშაობის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ჯგუფმა გააკეთა ნამუშევრის პრეზენტაცია,
რითაც მათ გაიმდიდრეს პრეზენტაციის გაკეთების გამოცდილება. დამსწრე კოლეგებისთვის,
ვფიქრობ, საინტერესო უნდა ყოფილიყო - მოსწავლეებმა
გაიაზრეს წარმოქმნილი მასალა. დაფიქრდნენ, რომ მათ მიერ მიღებული რომელი ცოდნის გამოყენებით და
რა გზით უფრო საინტერესო იქნება აღნიშნული მასალა. მოსწავლეებმა გამოიყენეს თეორიული
და პრაქტიკული ცოდნა ამრიგად, მოსწავლეებმა
წარმატებით მიაღწიეს გაკვეთილის მიზანს - წინარე ცოდნას.
მოსწავლეებში პრეზენტაციის გაკეთებამ ხელი შეუწყო სწავლისადმი მათი მოტივაციის ამაღლებას,
ისინი იყვნენ აქტიურნი და სიღრმისეულად იაზრებდნენ
იმას, რასაც აკეთებდნენ. მიმაჩნია, რომ ხელი
შევუწყე მოსწავლეთა აზროვნების განვითარებას.
მომავალში, ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ
მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობებს და დავგეგმო ისეთი აქტივოებები, სადაც მოსწავლეებს საშუალება
ექნებათ გააკეთონ პრეზენტაციები. ამით ისინი მიეჩვევიან აუდიტორიასთან ურთიერთობას
და საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას.
გაკვეთილი
ჩავატარე გეგმის მიხედვით და რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. ყოველი
აქტივობისთვის განსაზღვრული დრო საკმარისი აღმოჩნდა.
ამ გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში უფრო
მეტ დროს მივცემდი აქტივობებს სადაც გაკვეთილის
მსვლელობას წარიმართებოდა კომპიუტერთან პრაქტიკული
მუშაობისათვის, გამოვიყენებდი მეტ ელექტრონულ რესურსებსაც პროექტორის დახმარებით ვაჩვენებდი,
რაც უფრო თვალსაჩინო იქნებოდა მოსწავლეებისათვის.
გაკვეთილის ბოლოს შევაჯამეთ ნასწავლი მასალა - მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ყოველი ახალი გაკვეთილის
სწავლისას, ისინი საზოგადოებრივ და ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორდ გამოიყენებენ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენბას.
მასგავსი
ტიპის გაკვეთილის ჩატარება მეტი შესაძლეებლობას მომცემს სწორად და გამიზნულად დავგეგმო
შემდეგი გაკვეთილები.
Комментариев нет:
Отправить комментарий